ზუთხი ღვინოში ზუთხი ღვინოში />


  11:24:09     16-03-2011

ზუთხი ღვინოში

a4184.jpg

მასალა: ზუთხი – 700 გრამი, თეთრი ღვინო – 60 გრამი, ხახვი – ნახევარი თავი, მსხვილი პომიდორი – 1 ცალი, ზეთი – ორი სუფრის კოვზი, მაკარონი – 100 გრამი, გახეხილი ყველი – 2 სუფრის კოვზი, ცხარე კეტჩუპი – 1 სუფრის კოვზი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით, ლიმონი – ნახევარი.

 

კანგაცლილ ზუთხის ნაჭრებს დავასხათ ცოტა წყალგარეული ღვინო და დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ვადუღოთ 20 წუთის განმავლობაში. პომიდორი ასევე წვრილად დავჭრათ და ზეთის ნაწილში მსუბუქად მოვხრაკოთ, ხოლო შემდეგ დავუმატოთ ზუთხს. ვადუღოთ კიდევ 15 წუთი. მაკარონი მოვხარშოთ დიდი რაოდენობის მარილიან წყალში, გადავიტანოთ საწურზე, შემდეგ შევწვათ დარჩენილ ზეთში და მოვაყაროთ ყველი. ზუთხი მოვათავსოთ თეფშზე, დავასხათ სოუსი, კეტჩუპი, გარნირად მივაყოლოთ მაკარონი ყველით. გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრებით და ცოცხალი მწვანილით.

0

ავტორი: