19:53:32     17-05-2015
ორიგამის ხელოვნება - პროფესიონალური ნამუშევრები
ორიგამი, ქაღალდის ხელოვნებაა, რომელიც იაპონიაში დაიბადა. ქაღალდისაგან გაკეთებულ ფიგურებს, იაპონელები, რიტუალურად, ღმერთებთან აკავშირებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი რიტუალით, ქაღალდისგან, პატარა კოლოფს (სანბო) აკეთებდნენ, რომელშიც თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს დებდნენ.
ამ კოლოფით, იაპონელებს, შინტოისტურ ტაძრებში, შესაწირი მიჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა, იაპონელებში, ქაღალდის ფიგურების და რელიგიის მისტიური კავშირი, რასაც მოჰყვა, ისეთი უნიკალური და სფეციფიკური ხელოვნების ჩამოყალიბება, როგორიც არის – ორიგამი.
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს, მკვეთრი, გეომეტრიული ხაზები და კუთხეები აქვს, მაგრამ ვიეტნამელი მხატვარი - ჰოანგ ტიან კუეტი, ამსხვრევს სტერეოტიპებს და ქაღალდის საშუალებით, პროფესიონალურ, სკულპტურის მსგავს ფიგურებს ქმნის, რომლებსაც თავისებურ ხასიათსაც ანიჭებს. გთავაზობთ, შემოქმედის, საუკეთესო ნამუშევრებს:
0