09:24:18     15-05-2015
თბილისის წიგნის, მეჩვიდმეტე საერთაშორისო ფესტივალი, 28-31 მაისს გაიმართება
თბილისის წიგნის, მეჩვიდმეტე საერთაშორისო ფესტივალი, 28-31 მაისს გაიმართება და მას, ტრადიციულად, „ექსპო ჯორჯიას“, მე-11 პავილიონი უმასპინძლებს.
ფესტივალს, 53 მონაწილე ეყოლება, – გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვ. მონაწილეები, მკითხველებს, ყველა ჟანრის წიგნებზე, განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებენ.
ფესტივალის ფარგლებში, უამრავი ღონისძიება იგეგმება:
ახალი წიგნების პრეზენტაციები;
შეხვედრები ქართველ და უცხოელ ავტორებთან;
საჯარო კითხვა;
გასართობი პროგრამები, პატარა მკითხელებისთვის განკუთვნილ, სპეციალურ სტენდთან.
თბილისის წიგნის ფესტივალს, ათამდე უცხოელი სტუმარი ეწვევა: გამოჩენილი სერბი მწერლის – მილორად პავიჩის მეუღლე, მწერალი, იასმინა მიხაილოვიჩი და მისი ლიტერატურული აგენტი - სტეფანო ბისაჩი, იტალიიდან, არაბ გამომცემელთა დელეგაცია და სხვ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და ქალაქ თბილისის მერია.
დასწრება თავისუფალია!
0