ყაჩაღობა დიმში და გარდაცვლილი მოხუცი ყაჩაღობა დიმში და გარდაცვლილი მოხუცი />


  18:19:09     13-05-2015

ყაჩაღობა დიმში და გარდაცვლილი მოხუცი

a36785.jpg

სოფელ დიმში  84 წლის სერიოჟა ნერგაძე, რომელიც მარტო ცხოვრობდა ახლობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ის ხელ-ფეხშეკრული, დანით დასერილი და თავგატეხილი იყო.

როგორც მისი შვილები აცხადებენ ეს მისი დაყაჩაღების პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით სერიოჟა ნერგაძე უკვე მეოთხედ დააყაჩაღეს. ბოლოს მას 3 ათას 500 ლარი წაართვეს. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა წინა შემთხვევის გამო ეჭვმიტანილები დააკავეს, თუმცა სამხილების არარსებობის გამო ისევ გაათავისუფლეს. 

ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს დამნაშავეებმა მოხუცებულის სახლიდან. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და დაწყებულია გამოძიება. 

0

ავტორი: