ბლომანჟე ხილით ბლომანჟე ხილით />


  01:38:36     11-05-2015

ბლომანჟე ხილით

a36629.jpg

რეცეპტი ინგრედიენტები: მანგო 1 მარწყვი 500 გ რძე 2 ჭ ჟელატინი 5 ს.კ კვერცხი 2 შაქარი 1.5 ჭ წყალი 1 ჭ
ჟელატინი ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი. გავაჩეროთ 40 წუთი, რომ გაფუვდეს. თუ სითხე არ ეყო, ცოტა წყალი კიდევ დავუმატოთ.

მანგო გავფცქვანთ, მოვაჭრათ რბილობი და პატარა კუბებად დავჭრათ. მარწყვი გავარჩიოთ და თითოეული ოთხად გავჭრათ. რამდენიმე ცალი მოსართავად გადავინახოთ. მარწყვისა და მანგოს ნახევარი მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ 1 ჭიქა რძე და ავთქვიფოთ.

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ და შევურიოთ ხილის პიურეს. გაფუებული ჟელატინი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და კარგად რომ გაიხსნება (არ უნდა ადუღდეს!), შევურიოთ ხილისა და კვერცხის მასას. ბლომანჟე გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ მაცივარში 4-5 საათით.
0

ავტორი: