19:27:04     10-05-2015
"აუტიზმი არ არის ტრაგედია, მისი იგნორირებაა ტრაგედია” - 5 წლის, აუტისტი გოგონა, რომელიც ლამაზად ხატავს
აუტიზმი დაავადება კი არა, სამყაროს განსხვავებულად აღქმაა. ამის მაგალითად, 5 წლის, აირის გრეისი გვევლინება, დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც გენიალურად ხატავს. გოგონას ნამუშევრებს, ხშირად, კლოდ მონეს შემოქმედებას ადარებენ.
ალბათ, იმიტომ, რომ აირისს, ფერების შეზავებისა და შერჩევის, უნიკალური შეგძრნება გააჩნია და შესაბამისად, საუცხოო კომპოზიციებს ქმნის. აირისს, ხატვის ნიჭი, შემთხვევით აღმოუჩინეს. ის, ძალიან რთულად სწავლობდა ლაპარაკს და როდესაც ლოგოპედთან მიიყვანეს, მან ურჩია, რომ ბავშვისთვის, ხატვა ესწავლებინათ, მაგრამ გოგონამ, თავიდანვე, თავდაჯერებულად დაიწყო ფუნჯის გამოყენება და საღებავების შეზავება.
"ჩვენ, ვიმედოვნებდით, რომ ხატვის პროცესი, დააჩქარებდა და ხელს შეუწყობდა, აირისის მეტყველების განვითარებას, მაგრამ შემდეგ, მივხვდით, რომ ის, სინამდვილეში, ძალიან ნიჭიერი მხატვარია, საოცარი უნარით - მას შეუძლია, მოახდინოს კონცენტრირება, შემოქმედებით პროცესზე და 2 საათის განმავლობაში, შეუჩერებლად ხატავდეს. მისმა აუტიზმა, შექმნა მხატვრობის ახალი სტილი, რომელსაც არ შევხვედრივართ, ამ ასაკის ბავშვებში. ის, გრძნობს ფერებს, კომპოზიციასა და მათ ურთიერთქმედებას" - ამბობს გოგონას დედა.
0