11:31:09     07-05-2015
ვაკის პარკთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ვაკის პარკთან ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათი თქმით, მომხდარზე ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არაა.საუბრის დასასრული
0