11:10:38     07-05-2015
შსს-მ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული გიორგი ფ. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის - მოქალაქე ანზორ პ-ს ცემის ფაქტზე ამხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 4 მაისს დიღმის მასივში გიორგი ფ-მ ანზორ პ-ს სახის არეში ხელის დარტყმით დაზიანება მიაყენა. გიორგი ფ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ანზორ პ-სთვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გიორგი ფ-ს ბრალი წარედგინება.