20:29:40     05-05-2015
"ბი–ბი–სი": დედამიწაზე, „პროგრესის“ დაცემას, 8 მაისს ელოდებიან
აშშ-ის სამხედრო უწყება, ვარაუდობს, რომ რუსული კოსმოსური ხომალდი - „პროგრესი М-27М”, რომელმაც მართვა დაკარგა, 8 მაისს ჩამოვარდება დედამიწაზე. ამის შესახებ, ინფორმაციას, „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ეს მონაცემები, აშშ-ს, სტარტეგიული მეთაურობის, კოსმოსური ოპერაციების გაერთიანებულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
ამერიკელი სამხედროების გამოთვლების მიხედვით, ხომალდი, აშშ-ს წყნარი ოკეანის სანაპიროს სიახლოვეს უნდა ჩამოვარდეს.
რაკეტა - „სოიუზი“, რომელსაც ორბიტაზე სატვირთო ხომალდი - „პროგრესი“ უნდა გაეყვანა, ბაიკონურიდან, 28 აპრილს აფრინდა.
რაკეტის, მესამე საფეხურის მუშაობის დროს, ავარია მოხდა, რის შედეგადაც, „პროგრესმა“, ტრიალი დაიწყო და მართვა დაკარგა. ხომალდთან კავშირის დამყარების ყველა მცდელობა, უშედეგო აღმოჩნდა.
სპეციალისტები, ფიქრობენ, რომ ხომალდის დიდი ნაწილი, ატმოსფეროში დაიწვება. დედამიწამდე კი, მისი ნამსხვრევები მიაღწევს.
0