ხიდაშელის პირველი დღე თავდაცვის მინისტრის ამპლუაში – ინიციატივა და შეფასებები ხიდაშელის პირველი დღე თავდაცვის მინისტრის ამპლუაში – ინიციატივა და შეფასებები />


  13:57:16     04-05-2015

ხიდაშელის პირველი დღე თავდაცვის მინისტრის ამპლუაში – ინიციატივა და შეფასებები

a36361.jpg

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მუშაობას უკვე შეუდგა. ის დარწმუნებულია, რომ  წარმატებული მინისტრი იქნება და მედიასთან, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, უფრო ხშირად გამოჩნდება.

„მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი პირველ რიგში ქართული ჯარისთვის და ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროსთვის. ძალიან დიდი პატივია, როგოროც თავდაცვის მინისტრმა, შევძლო, ვემსახურო ერთის მხრივ ქართველ ჯარისკაცებს და მეორეს მხრივ საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს." - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ახალმა მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრებს ერთგვარი კლუბის ჩამოყალიბებაც  შესთავაზა.

,,ერთ-ერთი პირველი, რასაც ვგეგმავ, ეს არის  თავდაცვის ყველა ყოფილ მინისტრს, ვინც საქართველოში იმყოფება და პროკურატურის აღრიცხვაზე არ არის აყვანილი, ვთხოვო, რომ მობრძანდნენ თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ ერთგვარი კლუბივით შევქმნათ, სადაც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პერიოდულად ერთად ვისაუბრებთ ხოლმე. იმიტომ, რომ ერთ რამეში ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ იმის მიუხედავად, როდის რა ხელისუფლება იყო, საქართველოში თითქმის ყოველთვის თავდაცვის ყველა მინისტრის მთავარი ამოცანა და ოცნება იყო საქართველო ნატოში“,- აღნიშნა მან.

„პრესა.ჯი“ თავადცვის ყოფილ მინისტრებს ესაუბრა: თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, სატელევიზიო განცხადების საფუძველზე არაფერს გეგმავს.

დავით თევზაძე: ბუნებრივია, ჯერ  ეს კლუბი უნდა შექმნას ახალმა მინისტრმა.

- მსგავსი კლუბის ჩამოაყალიბების შემთხვევაში აპირებთ მონაწილეობის მიღებას?

- შევხედოთ...  

- ხიდაშელის მინისტრობას როგორ აფასებთ?

-ახლა დაინიშნა, როგორ უნდა შევაფასო, ყველაფერს გვიჩვენებს დრო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი ხიდაშელის ინიციატივას მიესალმება.

„პრესა.ჯი“: მიიღებთ აღნიშნულ კლუბში მონაწილეობას?

- სამწუხაროდ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, ზოგადად, ახალი მინისტრის ინიციატივა მისასალმებელია. 0

ავტორი: