15:36:45     01-05-2015
ირაკლი ალასანიას რჩევები თინა ხიდაშელს
საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი, ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, ქალბატონის წარდგენას, მიესალმება და იქვე, თინა ხიდაშელს, რამდენიმე რჩევას აძლევს.
“თუ პარლამენტი, თინა ხიდაშელის კანდიდატურას დაამტკიცებს, პრობლემას ვერ ვხედავ და მინდა, რომ მას, რამდენიმე რჩევა მივცე:
იზრუნოს ჯარისკაცებზე, გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში. ეს, აგრეთვე ეხება, საჰაერო და სხვა თავდაცვითი სისტემების შეძენას.
მე, ვიცნობ თინა ხიდაშელს და იმედი მაქვს, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე. ეს კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს ის, იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალური დამოკიდებულებით, რომელიმე პოლიტიკური პერსონის მიმართ” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
0