ხარძიანების ადვოკატი: დამნაშავეს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეძებენ ხარძიანების ადვოკატი: დამნაშავეს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეძებენ />


  19:44:29     30-04-2015

ხარძიანების ადვოკატი: დამნაშავეს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეძებენ

a36289.jpg

საკუთარ სახლთან მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ოჯახი და ახლობლები, მკვლელობის შემკვეთისა და შემსრულებლის გამოაშკარავების მოლოდინში არიან.

ოჯახის წევრები, ადვოკატი და გარდაცვლილის მეგობრები, პერიოდულად აკეთებენ გაცხადებებს, მკვლელობის შესახებ.

ერთ-ერთი, ბოლო განცხადება, ხარძიანის ვაჟიშვილმა, -  მიხეილ ხარძიანმა გააკეთა და მამის მკვლელად, გარდაცვლილის ამჟამინდელი მეუღლე, - ეკა ნონიკაშვილი დაასახელა.

აღნიშნულ საკითხზე, პროკურატურაში, არანაირი კომენტარი არ კეთდება. უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რომლის გახსნასაც, პროკურატურის მაღალჩინოსნები, უახლოეს პერიოდში აანონსებდნენ. ამ საქმის შესახებ, ითქვა, რომ სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი, შედგენილია.  გავრცელებული ინფორმაციით, ის, სლავური გარეგნობის ჩეჩენია, რომელიც მკვლელობამდე, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში,  საქართველოში ცხოვრობდა და მკვლელობიდან მოკლე ხანში, ქვეყანა დატოვა.

„პრესა.ჯი“, ხარძიანების ადვოკატს, მალხაზ სალაყაიას ესაუბრა:

- ადასტურებთ ინფორმაციას, რომ პროკურატურას, მკვლელობაში, ეჭვმიტანილის ფოტორობოტი აქვს და მისი ვინაობა ცნობილია?  

- გამოძიებას, სავარაუდო მკვლელის, ყველა დეტალი აქვს,  თვალის ჭრილი, ცხვირის ფორმა, გარკვეულია... სხვას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით.

- სლავური წარმოშობის ჩეჩენია?

- არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეთ, მსგავსი ინფორმაცია, მე, პროკურატურაში არ მომისმენია და არც თქმულა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, პროკურატურას, დასაბუთებული ვარაუდი აქვს, იმის შესახებ, რომ კონკრეტულ პირზე განახორციელოს ძებნა.

-გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილმა, ქვეყნის საზღვარი დატოვა. განიხილება თუ არა, ეს ინფორმაცია, მთავარ პროკურატურაში?

- გამომძიებლები, ყველაფერს განიხილავენ.  არსებობს შანსი, რომ ისინი, ამ კაცს, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეძებენ.

- გარდაცვლილის შვილმა, ბესიკ ხარძიანის ამჟამინდელი მეუღლე, მამის მკვლელობის შემკვეთად დაასახელა. იქნებ, ახლა მაინც გვითხრათ,  რას ფიქრობს ამაზე, ქბ-ნი ეკა ნონიკაშვილი?

- მიხეილ ხარძიანს, ამის დამტკიცება, სასამართლოზე მოუწევს. 0

ავტორი: