18:15:18     30-04-2015
"აფრიკელ ბავშვებზე ქართველი და ფრანგი სამხედროები სექსუალურად ძალადობდნენ"
"აფრიკელ ბავშვებზე ქართველი და ფრანგი სამხედროები სექსუალურად ძალადობდნენ",- ამის შესახებ ფრანგული გამოცემები წერენ.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. მათი ინფორმაციით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე.
ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.
პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ The Guardian-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ.
ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელბულ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
სკანდალურ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.
" თუ ვინმე ცუდად იქცეოდა, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება,"- ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაქტებს არ დამალავენ და გამოძიებას ბოლომდე მიყვებიან. უწყების ცნობით, ფაქტზე მოკვლევა უვე მიმდინარეობს
0