01:49:51     29-04-2015
ქათამი ხრაშუნა, ოქროსფერი კანით
ინგრედიენტები: ქათამი 1.5 კგ მარილი და პილპილი მშრალი ვერმუთი 2 ს.კ ძმარი ბალზამიკო, შავი 2 ს.კ ყავისფერი შაქარი 2 ს.კ
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე
ქათამს წაუსვით მარილი და პილპილი. დადეთ ცხაურზე, საშუალო სიმაღლეზე, ქვემოდან შეუდგით თუნუქის ფურცელი.
შეწვით 30-35 წუთი, შემდეგ მოამზადეთ გლაზური, რომელსაც ყოველ 10-15 წუთში ერთხელ გადაუსვამთ ხოლმე ფუნჯით წვის დასრულებამდე.
გლაზურისთვის ერთმანეთ შეურიეთ შაქარი, ძმარი და ვერმუთი. ყავისფერი შაქრის შეცვლა თეთრითაც შეიძლება.
როცა ქათამი მზად იქნება, გადმოიღეტ ტბილ თეფშზე და 5 წუთი დაასვენეთ, შემდეგ დაჭერით.
მიიღებთ უგემრიელეს, არომატულ ქათამს მოოქროსფრო-მოწითალო ხრაშუნა კანით
0