17:13:58     27-04-2015
მშენებლებმა ჩვილის ცხედარი იპოვეს
ხელვაჩაურში მშენებლებმა ჩვილის ცხედარი იპოვეს. მისი ცხედარი მდინარე აჭარისწყალმა გამორიყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (უკანონო აბორტი). ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.