11:26:03     15-03-2011
ხორცის ბურთულები იტალიურად
მასალა: საქონლის ხორცი – 100 გრამი, ქათმის ან ინდაურის ხორცის ფარში – 100 გრამი, ხორბლის ფქვილი – 3 სუფრის კოვზი, სტაფილო – 1 ცალი, პომიდორი – 1 ცალი, ზეთი – 2 სუფრის კოვზი. წვრილი მაკარონი 60 გრამი, გახეხილი, მაგარი ყველი – 1–2 სუფრის კოვზი, ცოტა მწვანილი, მარილი – გემოვნებით.
დიდი რაოდენობით მარილიან წყალში მოხარშული მაკარონი გადავიტანოთ საწურზე. ერთმანეთში ავურიოთ საქონლის და ფრინველის ფარში, დავამატოთ ფქვილი და კიდევ ავურიოთ. წყლით დავისველოთ ხელები და გავაკეთოთ დაახლოებით კაკლის ფორმის ბურთულები. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი, მოვათავსოთ ბურთულები და შევწვათ ნელ ცეცხლზე. დავამატოთ წყალი ისე, რომ დავფაროთ ხორცის ბურთულები ნახევრად და ავადუღოთ. პომიდორი და სტაფილო დავაბლენდეროთ ან გავხეხოთ. ბოსტნეული მოვათავსოთ ხორცის ბურთულებიან ტაფაში, დავაფაროთ სახურავი და 20 წუთი ვხარშოთ. დავამატოთ მაკარონი, დავაფაროთ სახურავი და ვხარშოთ 1–2 წუთი, მაკარონის მზადყოფნამდე. მომზადებულ კერძს მოვაყაროთ გახეხილი მაკარონი. გავაფორმოთ ცოტა მწვანილით.
0