ყაჩაღობა თერჯოლაში - ექვსი შეიარაღებული ნიღბიანი ოჯახს თავს დაესხა ყაჩაღობა თერჯოლაში - ექვსი შეიარაღებული ნიღბიანი ოჯახს თავს დაესხა />


  10:00:01     27-04-2015

ყაჩაღობა თერჯოლაში - ექვსი შეიარაღებული ნიღბიანი ოჯახს თავს დაესხა

a36139.jpg

ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, თერჯოლაში ექვსმა  ნიღბიანმა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ჭანკვეტაძეები დააყაჩაღა. 

დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. წაღებულია დიდი ოდენობით ოქროულობა და თანხა. 

ამასთან, ადგილობრივი მკვიდრის ციცო ხუსკივაძის თქმით, პოლიციელებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი შვილიშვილი თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, საიდანაც ნაცემი დაბრუნდა. 

აღნიშნულ საკითხზე "პრესა.ჯი" შს სამინისტროს დაუკავშირდა, მათი თქმით, ინფორმაციას ამ წუთებში ამოწმებენ, ახალი ინფორმაციის მიღების თანავე კი თვითონ დაგვიკავშირდებიან.  

0

ავტორი: