ვინ გახდება “ევროვიზიის” გამარჯვებული? ვინ გახდება “ევროვიზიის” გამარჯვებული? />


  11:23:47     15-03-2011

ვინ გახდება “ევროვიზიის” გამარჯვებული?

a4159.jpg

რაც უფრო ახლოვდება “ევროვიზიის” კონკურსი, მით უფრო მატულობს პროგნოზების და რეიტინგების რიცხვი. სხვადასხვა გამოკითხვებით, “ევროვიზიის” ფავორიტად ფრანგი ტენორი ამორი ვასილი მიიჩნევა, სიმღერით “Sognu.”

 

21 წლის ამორის საფრანგეთში ორი, საკმაოდ მაღალტირაჟიანი ალბომი აქვს გამოშვებული.

 

ფავორიტებად ითვლებიან ასევე ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, გერმანია, შვედეთი და რუსეთი. გარკვეულ წარმატებას უწინაწარმეტყველებენ ასევე აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და უნგრეთს. სამწუხაროდ, ქართული კონკურსანტი ჯგუფი ამ გამოკითხვებში არ ფიგურირებს.

 

“ევროვიზია-2011” 10-12 მაისს გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში გაიმართება. მუსიკალურ შეჯიბრში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 
0

ავტორი: