რატომ გადადგა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი? რატომ გადადგა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი? />


  10:20:19     23-04-2015

რატომ გადადგა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი?

a36082.png

სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშვილი თანამდებობიდან გადადგა. 

ახალკაციშვილი გადადგომის მიზეზად  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს, რომლის მიხედვით, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი.

"მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, აგრეთვე სააგენტოში IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად მოიაზრება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ნაწილში, ხოლო ამ კანონის სხვა ყველა დანარჩენი ნორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში, ამავე სააგენტოს დირექტორის მონაწილეობა არ არის კანონთან შეუსაბამო.
რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის გამო საზოგადოების წინაშე ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს მომსახურების სააგენტოს, ზოგადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას, ჩემს კოლეგებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მედიაში გავრცელებლი ერთ-ერთ დოკუმენტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის მე-10 მუხლს არღვევს და საკუთარი უწყების მიერ ორგანიზებული აუქციონით თავად სარგებლობს.

კერძოდ 2013 წლის 14 იანვარს მან აუქციონის საშუალებით ავტომობილი „volkswagen jetta” შეიძინა, რომლის ფასიც 9040 ლარი იყო. 2013 წლის 14 ივნისს ახალკაციშვილმა კვლავ გაიმარჯვა ინტერნეტ აუქციონში და შეიძინა ავტომობილი “bmw 530”, რომლის ღირებულებაც 13 845 ლარი იყო. ასევე, ზურაბ ახალკაციშვილის მეზობელმა - კონსტანტინე კოკაიამაც გაიმარჯვა აუქციონში (თანდართულ დოკუმენტაციაში არის კოკაიასა და ახალკაციშვილის მეზობლობის დამადასტურებელი ამონაწერი რეესტრიდან). 2015 წლის 11 თებერვალს  და შეიძინა ავტომობილი „KIA optima”, რომლის ღირებულებაც 15840 ლარი იყო. გავრცელებული ცნობით, ამ ავტომობილით ახალკაციშვილის მეუღლე სარგებლობს. 
 

0

ავტორი: