ძველი მუსიკალური ჩანაწერები და ახალი ალბომი ძველი მუსიკალური ჩანაწერები და ახალი ალბომი />


  11:21:59     15-03-2011

ძველი მუსიკალური ჩანაწერები და ახალი ალბომი

a4158.jpg

“Capitol Records” 2011 წლის ბოლომდე, ჯგუფ “The Beach Boys”-ის ალბომ “Smile” – ს გამოუშვებს – ამის შესახებ “Billboard” იტყობინება.

 

ალბომზე, ჯგუფი 1966-67 წლებში მუშაობდა, თუმცა მისი დასრულდება, კოლექტივის ერთერთი წევრის, ბრაიან უილსონის დეპრესიის გამო ვეღარ მოესწრო. შედეგად, ჯგუფის შემდეგი სტუდიური ფირფიტა, ალბომი “Smiley Smile” გახდა, რომელიც 1967 წლის სექტემბერში გამოვიდა. მასში წინა ალბომისთვის შექმნილი რამდენიმე სიმღერის ალტერნატიული ვერსიები შევიდა.

 

2004 წელს, ვილსონმა მაინც გამოუშვა სოლო ფირფიტა “Smile,” რომელიც 37 წლის წინანდელი იდეის ხორცშესხმად იქცა. ახალი ალბომი კი ორ კომპაქტ-დისკზე და ციფრულ ფორმატში გამოვა.

 

“მე აღელვებული ვარ იმ ფაქტით, რომ ორიგინალურ სტუდიურ ჩანაწერებს, რომელიც წლების წინაა შექმნილი, ახლა პირველად მოისმენს საზოგადოება” – განაცხადა უილსონმა.

0

ავტორი: