16:32:30     22-04-2015
სოსანაშვილი: ვაზაგაშვილის საქმეზე აღმოჩენილი მეორე დნმ-ი, შსს-ს გენინსპექციის მაღალჩინოსანს ეკუთვნის
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც ის ამტკიცებს, ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად ამოღებული მეორე დნმ-ი, შსს-ს გენინსპექციის მაღალჩინოსანს როინ ასანიძეს ეკუთვნის.
„პრესა.ჯი“ დაკავებულის ადვოკატს სოსო ჯოგლიძეს ესაუბრა.
- სოსანაშვილი აცხადებს, რომ დნმ-ის ნიმუში, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან არის ამოღებული და რომლის იდენტიფიცირებაზეც გამოძიება მუშაობს, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის.
- 2015 წლის 6 თებერვალს სოსანაშვილს სინჯი აუღეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ეს ნიმუში გაყალბებით გადატანა მოხდა ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას სასაფლაოზე. სოსანაშვილს დნმ-ს ნიმუში საკუთარ კაბინეტში გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ აუღო და შემდეგ აფეთქების ადგილას გადაიტანა, სადაც ასანიძის კვალიც დარჩა.
- ესაუბრა და დაკითხვის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელობა. ესაუბრა კიდევ ერთ პირს, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებს და დაბარების შესახებ აცნობა. უცნობმა პირა უთხრა სოსანაშვილს, რომ როდესაც გენინსპექციიდან გამოვიდოდა, დაერეკა და მოეყოლა, თუ რა მოხდებოდა. სოსანაშვილი მას დაუკავშირდა და მოუყვა, რომ დნმ-ის ნიმუში აუღეს. ეს პირი, რომელზეც სოსანაშვილი საუბრობს, არის პრემიერთან დაახლოებული პირი.
- პროკურატურას შუამდგომლობით მივმართეთ, რომ გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს აუღონ დნმ-ის ანალიზი მხარეთა თანდასწრებით. ასევე ვითხოვთ, რომ სოსანაშვილი დაიკთხოს ხელახლა და დნმ-ს ანალიზის აღების ფაქტზე.
0