10:03:56     22-04-2015
შპს ,,შემოქმედმშენის" და შპს "ჯორჯიან კომპანის" დირექტორები დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისთვის ფაქტზე , შპს ,,შემოქმედმშენის" დირექტორი გია შილაკაძე და შპს ,,ჯორჯიან კომპანის" დირექტორი ვალერიანი კაკურია დააკავეს.
როგორც "პრესა.ჯი"-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს "შემოქმედმშენი", რომელთანაც 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე.
მათივე ცნობით, ასევე დადგენილია, რომ ტენდერის დროს კომპანიის გამოცდილების დასადასტურებლად, ბრალდებულებმა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა 2012 წელს შესრულებული ჰქონდათ ანალოგიური ტიპის, 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილი "ბ" პუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით",- აღნიშნავენ უწყებაში. 0