სომალელ მეკობრეებს ინდოეთის არმიაც ებრძვის სომალელ მეკობრეებს ინდოეთის არმიაც ებრძვის />


  11:20:21     15-03-2011

სომალელ მეკობრეებს ინდოეთის არმიაც ებრძვის

a4156.jpg

ჩვენი დროის საზღვაო მეკობრეებმა უკვე მთელი მსოფლიო შეაწუხეს. სხვადასხვა ქვეყნები ზღვის ყაჩაღებს არმიის საშუალებით ებრძვიან. უკანასკნელი თვის განმავლობაში, ამერიკელების და ევროპელების შემდეგ, ინდოელმა სამხედროებმაც შეძლეს მეკობრეთა გემების დაკავება. უკანასკნელი გემის ბორტზე 61 მეკობრე იმყოფებოდა – ნათქვამია ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პრეს-სამსახურის შეტყობინებაში.

 

იანვრიდან მოყოლებული დღემდე, სამხედროების მიერ აყვანილი მეკობრეების რიცხვმა 104-ს მიაღწია. ზღვის ყაჩაღების პირველი ორი ჯგუფი მუმბაიში დააპატიმრეს. მათ უკვე წარედგინათ ბრალი მკვლელობების მცდელობაში, სამხედროებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწვასა და ინდოეთის კანონის დარღვევაში, პასპორტების შესახებ, ასევე “უკანონო შეკრებასა” და “შეიარაღებულ მასობრივ უწესრიგობაში.”

 

ინდოეთი, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით უფრო მკაცრად ებრძვის სომალელ მეკობრეებს, რომელთაც საძარცვავად ბოლო დროს საკმაოდ დიდი სივრცეები აითვისეს. ინდოეთის სამხედრო გემები, კუთვნილ საზღვაო აკვატორიაში, სისტემატურ პატრულირებას ახორციელებენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ღონისძიებებმა, მათ რეგიონში, მეკობრეთა თარეში 60 პროცენტით შეამცირა. 
0

ავტორი: