გაერო უმაროვის წინააღმდეგ გაერო უმაროვის წინააღმდეგ />


  11:19:17     15-03-2011

გაერო უმაროვის წინააღმდეგ

a4155.jpg

გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტმა “ალ-ქაედასთან,” თალიბებთან და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ფორმირებების და პიროვნებების სიაში დოკუ უმაროვიც შეიყვანა. ამის შესახებ რუსული და ჩრდილო კავკასიური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.

 

უმაროვთან ერთად “შავ სიაში” ზოგიერთი ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული დაჯგუფებაც მოხვდა. უშიშროების საბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გაეროს წევრი ქვეყნები ვალდებული არიან, არ დაამყარონ ურთიერთობა უმაროვთან და მის ორგანიზაციასთან. ამასთან, გაიყინება მისი ყველა ფინანსური აქტივი, აიკრძალება უმაროვისთვის რაიმე სახის იარაღის და ფინანსური რესურსების მიწოდება.

 

ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმარომა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, მოსკოვის “დომოდედოვოს” აეროპორტში მოხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, კრემლმა გაეროს უშიშროების საბჭოში მაშინათვე შეიტანა უმაროვის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანის თხოვნა, თუმცა, თავდაპირველად, აშშ-ის წინადადებით, საკითხის განხილვა გადაიდო. 
0

ავტორი: