11:41:26     20-04-2015
207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს
207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. სკოლა თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარეობს, საიდანაც მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
ხელყუმბარა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისის სკოლის მანდატურმა მაშინ აღმოაჩნია, როდესაც პერიმეტრს ათვალიერებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ასევე, შენიშნა საეჭვო პირი, ვინც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება ადგილზე მიიტანა.
როგორც მომხდარზე "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში უთხრეს, ნაპოვნია ხელყუმბარა, რომლის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
წინასწარი ინფორმაციით, კი ამოღებულია F1 ტიპის ხელყუმბარა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვას ითვალისწინებს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 0