თბილისში დოკუმენტური ფილმის, " Casablanca Calling "-ის ჩვენება გაიმართება თბილისში დოკუმენტური ფილმის, " Casablanca Calling "-ის ჩვენება გაიმართება /> "/> " />


  10:33:19     19-04-2015

თბილისში დოკუმენტური ფილმის, " Casablanca Calling "-ის ჩვენება გაიმართება

a35886.jpg

30 აპრილს, 6 საათზე, ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი გიწვევთ 2014 წლის დოკუმენტური ფილმის " Casablanca Calling "-ის ჩვენებაზე. ეს არის ფილმის პირველი ჩვენება საქართველოში, რომლის ჩვენების ლიცენზია ფრონტლაინ კლუბს გადაეცა ლონდონის ფრონტლაინ კლუბის საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში. ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია. ფილმის რეჟისორი დისკუსიაში ჩაერთვება სკაიპის საშუალებით.

მაროკოში, მსოფლიოში პირველი ქალი მუსულმანი ლიდერები იწყებენ მოქმედებას თავიანთი ქვეყნის შესაცვლელად, რაც გამოიხატება ქალების გაძლიერებაში ისლამის სწავლების გზით და იმ დამოკიდებულების ეჭვქვეშ დაყენებაში, რომლიც კვებავს ექსტრემიზმს. „Casablanca Calling“ - ს შევყავართ ამ ჩუმი სოციალური რევოლუციის გულში, რომელის წინა ხაზზე ქალები არიან.

ქვეყანაში, სადაც ქალების 60% არასდროს ყოფილა სკოლაში, ახალმა თაობამ დაიწყო მუშაობა, როგორც მორჩიდატმა. ქვეყნის ყველაზე ღარიბ თემებთან მუშაობით და ისლამის ნამდვილი სწავლების გამოყოფით ზოგიერთი ცრურწმენებისგან, რომლიც გამომდინარეობს დიდწილად კონსერვატიული კულტურისგან, მორჩიდატები მუშაობენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ გოგონების განათლებას და აწარმოონ ადრეულ ასაკში ქორწინების საწინააღმდეგო კამპანია. ისინი, ასევე ცდილობენ წაახალისონ ახალგაზრდები უფრო პროგრესული მაროკოს ასაშენებლად, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებას და პრაქტიკას - დატოვონ ქვეყანა და იცხოვრონ დასავლეთში.

პირადი ისტორიების, ოჯახური დრამების და ყოველდღიურ ცხოვრების მეშვეობით, "Casablanca Calling" გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას ქალთა ცხოვრებაზე თანამედროვე მაროკოში. ის მოგვითხრობს თავდადებული ადამიანების, სოციალური ცვლილებების და წმინდა მისიის ისტორიას.

ჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორი როზა როჯერსი სკაიპის საშუალებით პასუხს გასცემს აუდიტორიის კითხვებს.

დისკუსიის მოდერატორი: თამარ გურჩიანი

ჩვენება / დისკუსია იმართება ლონდონის ფრონტლაინ კლუბის საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში.

ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

დასწრება თავისუფალია...

ვიდეო

„Casablanca Calling” (2014) 70
რეჟისორი: როზა როჯერსი 0

ავტორი: