"ევრონიუსი": ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობამ პროტესტი გამოიწვია "ევრონიუსი": ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობამ პროტესტი გამოიწვია /> "/> " />


  10:21:45     16-04-2015

"ევრონიუსი": ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობამ პროტესტი გამოიწვია

a35826.png

"საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი" - ასე აფასებს  "ევრონიუსი" საქართველოში ლარის გაუფასურებას. ტელეკომპანიის მიერ აღნიშნულ საკითხზე მომზადებულ სიუჟეტში საუბარია, რომ  "რუსული რუბლის გაუფასურებამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ძირი გამოუთხარა, შექმნილ ქაოსს უკრაინაში არსებული ვითარებაც დაემატა". საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი კი გასული წლის ნოემბრიდან 20%-ით გაუფასურდა. 

"ევრონიუსს" მოჰყავს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის,  რომან გოცირიძის ცოტატა, სადაც გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ახლანდელი პოლიტიკა ეკონომიკურ ვითარებას ვერ შველის. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში მცირე მოვაჭრეები შიშით უყურებენ მომავალს. 

"ბევრი მცირე საწარმო დაიხურება. ვფიქრობ, საქართველოში მცირე ბიზნესი მოკვდება. თუ ეს ვითარება ექვს თვეს მაინც გასტანს, საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ გადარჩება", - აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე. 

"ეკონომიკური სტაგნაცია ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობამ პროტესტი გამოიწვია. გასულ თვეს ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, რომლებმაც ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა", - ნათქვამია "ევრონიუსის" სიუჟეტში.
0

ავტორი: