23:13:36     12-04-2015
ყველაზე გემრიელი ჩიზქეიქი თეთრი შოკოლადით და ლიმონით
რეცეპტი
ინგრედიენტები:
ფქვილი
200 გ
კარაქი
100 გ
ლიმონის ცედრა
1 ჩ.კ
შაქარი
2 ს.კ
გულსართი
კრემ-ყველი (cream cheese)
250 გ
თეთრი შოკოლადი
300 გ
შაქარი
200 გ
რძე
2 ს.კ
ფქვილი
2 ს.კ
კვერცხი
4
ლიმონის წვენი
2 ს.კ
ლიმონის ცედრა
2 ჩ.კ
ვანილი
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. 22 სმ დიამეტრის ფორმას გარედან შემოაკარით ფოლგა.
შეურიეთ
ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, ცედრა და კარაქი. კარგად აურიეთ.მიღებული
ფხვიერი მასა ჩატკეპნეთ ფორმის ძირში. გამოაცხეთ დაახლოებით 30 წუთი, სანამ
ღია ოქროსფერს მიიღებს.
ამასობაში ათქვიფეთ კრემ-ყველი, შაქარი და
გამდნარი შოკოლადი. დაამატეთ ფქვილი, რძე, ლიმონის წვენი, ცედრა და ვანილი.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ფაფუკი მასის მიღებამდე და შემდეგ შეათქვიფეთ
კრემს.
მიღებული კრემი დაასხით ფორმაში, გამომცხვარ ბისკვიტზე. შემდეგ
ეს ფორმა ჩადგით უფრო მოზრდილ ჭურჭელში, რომელშიც 2 სმ სიმაღლეზე ასხია
ცხელი წყალი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ ამგავარად ორთლის აბაზანაზე
დაახლოებით 65-80 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ ფორმა წყლიანი ჭურჭლიდან და
გააციეთ. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით
ფორმიდან ამოღების შემდეგ გააფორმეთ სურვილის მიხედვით.
0