ბატკნის ხაშლამა - განსხვავებული რეცეპტი ბატკნის ხაშლამა - განსხვავებული რეცეპტი />


  23:57:45     07-04-2015

ბატკნის ხაშლამა - განსხვავებული რეცეპტი

a35713.jpg

ინგრედიენტები: ბატკნის ხორცი 2 კგ ხახვი 6 თავი ტკბილი წიწაკა 4 ცალი პამიდორი 5-6 ცალი მარილი და პილპილი
ხახვი დაჭერით ალყა-ალყად და გაანაწილეთ განიერი  ქვაბის ძირში. ზემოდან დაალაგეთ ჩხირებად დაჭრილი წიწაკა, შემდეგ კი პომიდვრის ფირფიტები.
ბოსტნეულს ზემოდან დაალაგეთ საშუალო ან ოდნავ მოზრდილ ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ზემოდან დაფარეთ ხახვისა და წიწაკის კიდევ ერთი ფენით. დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე 2-3 საათი. კერძი საკუთარ წვენში მზადდება  - საოცრად არომატული, წვნიანი და გემრიელია.
0

ავტორი: