21:37:31     07-04-2015
„ყაჩაღიანის N1 უბანი, ე.წ. „საყდრისის ბორცვი“ უკვე დიდი ხანია, რაც აღებულია“

"არემჯი გოლდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ფარესიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი აპელირება იმის შესახებ, რომ ობიექტზე თითქოსდა ხდება კულტურული ფასეულობების განადგურება, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.
"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არის კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაცია და სიცრუის ტირაჟირება. კომპანია განმარტავს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აქვე განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის ობიექტი უკვე დიდი ხანია, აღებულია და ნებისმიერი აპელირება იმის შესახებ, რომ ობიექტზე თითქოსდა ხდება კულტურული ფასეულობების განადგურება, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა", - განაცხადა ფარესიშვილმა.
0