რა ახალი დეტალებია ხარძიანის საქმეში - „ეჭვმიტანილი არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი“ რა ახალი დეტალებია ხარძიანის საქმეში - „ეჭვმიტანილი არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი“ />


  17:22:46     07-04-2015

რა ახალი დეტალებია ხარძიანის საქმეში - „ეჭვმიტანილი არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი“

a35709.jpg

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ „პრესა.ჯი“-სთან გახმაურებული  მკვლელობის გამოძიების შესახებ ისაუბრა.

სალაყაია ამბობს, რომ  გამოძიებამ კოლოსალური მუშაობა გასწია, რის შედეგადაც დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ვინაობა ცნობილია.

- რა ეტაპზეა გამოძიება და თუ არის ცნობილი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა?

მალხაზ სალაყაია:  „საქმეზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარა. ყველა იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც უკვე გამოკვლეულია, დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდა. გამოძიება სასურველ შედეგთან, რასაც მკვლელის დაკავება ჰქვია, ძალიან ახლოსაა. გამოძიების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აბსოლუტურად შესწავლილია წინა დღეებში დანაშაულის ჩადენამდე სავარაუდო დამნაშავის მარშრუტები, დანაშაულის შემდეგ კი ის სხვა ქუჩაზე გადაადგილდა, სადაც მან მრავლობითი კვალი დატოვა. სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიკაცია მოხდენილია. გეტყვით იმას, რომ ეს არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი. იმდენი მტკიცებულება არსებობს სავარაუდო დამნაშავის მიმართ, რომ მისი ჩვენების აუცილებლობაც კი არ არსებობს. ძიების პროცედურები დასრულებულია. ახლა მხოლოდ ძებნის დაკავება დარჩა, სხვა ყველაფერი ცნობილია. ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ არ მოხდეს ცდომილება“.

- გია უდესიანმა სვანური სასამართლო ახსენა ერთ-ერთ ინტერვიუში, როგორ აფასებთ ამ განცხადებას?

- როგორც იურისტისთვის, ეს ინიციატივა ცოტა უცნაურია.  ფიცის დადება სამართლის მიერ დარეგულირებულია, ხოლო მთის წესებს და ოჯახურ კლანურ ურთიერთობებს სასამართლო არ ცნობს.

- გარდა ვიდეო ფირისა სხვა რა მტკიცებულება აქვს გამოძიებას?

- გამოძიება ფლობს უკვე ყველა დადასტურებულ დოკუმენტაციას, ეს არის დანაშაულის ჩამდენი პირის ანაბეჭდები, დნმ-ის ის აუცილებელი შემადგენლობა, რომელიც იდენტიფიცირებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ასევე მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლები საქართველოს სცილდება და მთავარი პროკურატურა უცხოეთის ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობს. რაც შეეხება ფოტორობოტს, ამაზე ჩატარებულია სერიოზული მუშაობა და არსებული მასალა იძლევა საფუძველს, რომ უკვე ფოტოც კი არსებობდეს.

- ადასტურებთ თუ არა რომ  ვიდეოჩანაწერებში, რომელიც პროკურატურამ შეისწავლა ბიზნესმენის მკვლელი ჩაფხუტის გარეშე ჩანს?

- ყველა ვიდეომასალა და გადაადგილების მარშუტი შესწავლილია. გამოკვლეულია ყველა მასალა და დატოვებული კვალი.

კადრებში ის ჩანს მოტოციკლეტისტის ჩაფხუტის გარეშე. აღნიშნულზე შედგა პროკურატურაში კომუნიკაცია. 0

ავტორი: