ძროხის ხორცი მექსიკურად ძროხის ხორცი მექსიკურად />


  00:19:44     07-04-2015

ძროხის ხორცი მექსიკურად

a35685.jpg

საჭირო მასალა: 800 გ ძროხის რბილი ხორცი, 1 ცალი დიდი კარტოფილი, 2 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 3 ცალი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი დიდი პამიდორი, 4 ცალი მიხაკი, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 50 გ 70%-იანი შოკოლადი, 2 ს.კ. ძმარი, 0,5 ღერი დარიჩინი, 0,5 ლ საქონლის ხორცის ბულიონი, 1 კონა ქინძი, მარილი, პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: ტკბილი წიწაკები გახურებულ ღუმელში ან გრილზე შევწვათ რამდენიმე წუთით, სანამ კანი არ დაებრაწება. შემდეგ გადავაცალოთ კანი და წვრილად დავჭრათ. პამიდორს კანი და თესლი მოვაშოროთ. ნიორი, 2 თავი ხახვი და ცხარე წიწაკა წვრილად დავჭრათ. შოკოლადი გავხეხოთ. ყველა ეს ინგრედიენტი ძმართან ერთად ბლენდერით დავაქუცმაცოთ. ხორცი წვრილად დავჭრათ და შევწვათ ზეთში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავასხათ მომზადებული პიურე. დავასხათ ბულიონი, ჩავამატოთ მიხაკებგარჭობილი 1 თავი ხახვი, დარიჩინის ღერი და 1 საათი თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. სტაფილო და კარტოფილი პატარა კუბებად დავჭრათ, დავუმატოთ ხორცს და კიდევ 15 წუთი ვშუშოთ. ქვაბიდან ამოვიღოთ მიხაკებიანი ხახვი, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი /Weekend

0

ავტორი: