გიგა ბუკია: „ნუ ეხლა, მკვლელობა და დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება“ გიგა ბუკია: „ნუ ეხლა, მკვლელობა და დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება“ />


  11:00:10     06-04-2015

გიგა ბუკია: „ნუ ეხლა, მკვლელობა და დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება“

a35676.jpg

მიმდინარე თვის 4 აპრილს ვარკეთილში დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. როგორც „პრესა.ჯი“- ს "ინგოროყვას" კლინიკაში უთხრეს, დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა მიერთებული.

პოლიციის ინფორმაციით, მრავალჯერ  ნასამართლევმა შალვა აბულაძემ ჭრილობა მას მუცლის არეში მიაყენა.

შეგახსენებთ, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძეა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ პოლიციელი ბორჯომშიც მოკლა.

ოფიციალური ინფორმაციით, შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილიც იგივე სცენარით მოკლა.

არსებული ინფორმაციით, აბულაძე მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების ბრალდებით იხდიდა სასჯელს და 20 წელი ჰქონდა მისჯილი. ამნისტიის შედეგად მას სასჯელის ვადა შეუმცირდა, შემდეგ კი ე.წ. უდოს კომისიის დასკვნის საფუძველზე, 7 წლის თავზე გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღეს და გუშინ თბილისში მომხდარ შემთხვევებში და ბორჯომში მომხდარი დანაშაულისას პოლიციელებს ერთი და იგივე პირმა ესროლა.

„დაახლოებით 9 საათისთვის პოლიციელებმა მიმართეს რა პიროვნებას, მისი დადგენის მიზნით, საბუთები მოსთხოვეს, მან დაუყოვნებლივ, სრულიად მოულოდნელად გაისროლა ამ პიროვნების მიმართ. მთელი სამინისტრო, მინისტრის ჩათვლით მობილიზებული იყო და ჩატარდა სამძებრო სამუშაოები. მეორე დღეს დილის 6 საათზე იგივე პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა შენიღბული ფორმით, პოლიციელებმა შეაჩერეს და აქ უკვე ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, თუმცა მან შესძლო და მიიმალა. ნივთმტკიცებები იქნა ამოღებული და ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ვინ არის ეს პიროვნება. ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში, სადაც თითქმის ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. სამივე შემთხვევა და ამ შემთხვევებიდან ამოღებული მასრები და ექსპერტიზა ცალსახად ადასტურებს, რომ სროლა ერთი იარაღიდან მოხდა." - განაცხადა იზორიამ.

ბოლო დროს გახშირებულ მკვლელობებზე „პრესა.ჯი“ უმრავლესობის დეპუტატს, ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარეს გიგი ბუკიას ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: პოლციელების მკვლელობა, შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, საკუთარ სახლთან მოკლული ხარძიანი, გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი... რა ხდება? რისი თქმა შეგიძლიათ ქვეყანაში არსებულ კრიმონოგენულ მდგომარეობაზე?

გიგა ბუკია: მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ეს არის უდიდესი დანაკლსი. რაც შეეხება პირს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება თქვენ კიხვას,  კრიმონალთან დაკავშირებით, ნუ ეხლა კონკრეტული მკვლელობა და დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და ხდებოდა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ეს მაჩვენებელი არ გაუარესებულა. კიდევ ერთხელ ვსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მაგრამ კრიმონალური მდგომარეობის გაუარესებაში მე თქვენ არ დაგეთანხმებით. 

- გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე ამნისტიის შედეგად არის გათავისფლებული, თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას?

- სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვაპირებ გავარკვიო. რა ფორმითაც არ უნა იყოს განთავისუფლებული ეს პირი ფაქტია, რომ ის არის დამანშავე, მან ჩაიდინა დანაშაული და რაც შეიძლება მოკლე დროში კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

- „მკვლელობა და დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება“ - დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთეთ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შეფასებისას, რასაც საზოგადოებსი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სახელმწიფო სიციალიას უნდა დაემსგავსოს და პასუხისმგებლობა არავინ უნდა იგრძნოს?

- მე ვთქვი, რომ დანაშაული ხდებოდა, ხდება და მოხდება. ამაში რამე საიხლეა? თუ დააშაული არ ხდება რომელიმე ქვეყანაში დამისახელონ ეს ქვეყანა. დანაშაული ყველგან ხდება და მე მოვიყვანე მაგალითიც, როდესაც ფრინავმა 150 ადამიანი მიზანმიმართულად მოკლა. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული დამნაშავეებისგან.

- როდესაც ბიზნესმენმა, წინასწარ, ღია ეთერში იწინასწარმეტყველა მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ, უნდა მიეღო თუ არა ზომები შესაბამის ორგანოებს?

- როგორც ვიცი ხელისუფლების მიმართ მას რამე კონკრეტული მოთხოვნა არ ჰქონია. არ მოუთხოვია  დაცვა. როგორც ვიცი მას არ მიმართავს შესაბამისი უწყებისთვის. 

0

ავტორი: