00:34:19     06-04-2015
ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი ნუტელას ნამცხვარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით!

რობინი ამ ვიდეოში გვასწავლის, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ნუტელას ნამცხვარი ძალიან სწრაფად და მარტივად!
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
3 სუფრის კოვზი დაფქვილი ნუში
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 ცალი კვერცხი
3 სუფრის კოვზი კაკაო
2 სუფრის კოვზი ნუტელა
3 სუფრის კოვზი ზეთი
3 სუფრის კოვზი რძე
ცოტა მარილი
აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და ამოიყვანეთ მიქსერით. მასა ჩაასხით ჭიქაში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში
რამდენიმე წუთში თქვენი უგემრიელესი დესერტი მზად იქნება და შეგეძლებათ ხილით გააფორმოთ.
0