00:31:13     06-04-2015
როგორ გავახანგრძლივოთ ზაფხული? გავყინოთ ხილი! და აი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად!
ზაფხული ახლოვდება და მალე უამრავი ხილი და კენკრა შემოვა. მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება ხოლმე, ამიტომ, საჭიროა, ზამთრისთვისაც მოვიმარაგოთ სეზონური ხილი. ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი არის გაყინვა. ზოგიერთ დიეტოლოგს მიაჩნია, რომ გაყინვის დროს უფრო მეტი ვიტამინი და მინერალი ინახება, ვიდრე კონსერვირებისას.
როგორ გავყინოთ ხილი სწორად?
1. კარგად გარეცხე და გააშრე ნაყოფი. რაც უფრო მშრალია გასაყინი პროდუქტი, მით უფრო ხარისხიანი იქნება საბოლოოდ.
2. თუ ნაყოფს აქვს კანი, მოაცილე.
3. თუ ნაყოფი დიდია, დაჭერი პატარა ნაჭრებად.
4. შეამშრალე დაჭრილი ხილი ქაღალდის ხელსახოცით.
5. დააწყვე ხილი პერგამენტის ქაღალდით დაფარულ ლანგარზე, შემდეგ დააფარე პოლიეთილენის პარკი. შედგი ლანგარი საყინულეში ერთი ღამით. თუ საყინულეში არ არის საკმარისი სივრცე, შეგიძია ჩვეულებრივი თეფში გამოიყენო.
6. გამოიღე ხილი საყინულიდან და ჩააწყვე პოლიეთილენის პაკეტში. არ მისცე გალღვობის საშუალება.. გამოუშვი პაკეტიდან ჰაერი და შეკარი. თუ საყინულეშ ბევრი ადგილია, შეგიძია პოლიეთილენის კონტეინერი გამოიყენო. ასე რბილი ხილი არ დეფორმირდება.
გაყინული პროდუქტის გამოყენება მომდევნო 9 თვის ნამძილზე შეიძლება. თუ რომელიმე ხილი ძალიან გიყვარს, მაგრამ მისი ზამთარში ყიდვა რთულია, უბრალოდ გაყინე ის და შეინახე!aww.ge
0