01:54:18     04-04-2015
შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით
ინგრედიენტები:
კალმახი
2
ბროწეული
1
მარილი და პილპილი
ქინძი ან კამა
2-3 ღერი
ნიგოზი
(სურვილით) 1 ს.კ
ხახვი
(სურვილით) 1 ს.კ (დაჭრილი ან გატარებული)
კალმახი ჩავჭრათ და ფრთხილად ამოვაცალოთ ხერხემალი.
ეს დელიკატური პროცესია და თუ ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ პირდაპირ შეწვათ.
შეწვის წინ თევზს წავუსვათ მარილი და პილპილი.
1 ცალი ბროწეული გავარჩიოთ და გამოვწუროთ წვენი. დავამატოთ დაჭრილი ქინძი ან კამა (ქინძი უფრო უხდება), მარილი, პილპილი. შეგვიძლია შევურიოთ 1 ს.კ გატარებული ნიგოზი და წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი.
ცხელ ტევზს მოვასხათ ბროწეულის წვენი და ვაცალოთ 10-15 წუთი დამარინადება. მივირთვათ თბილი.
0