ბუტერბროდი მარტოხელა კაცებისთვის ბუტერბროდი მარტოხელა კაცებისთვის />


  01:52:12     04-04-2015

ბუტერბროდი მარტოხელა კაცებისთვის

a35638.jpg

მამაკაცებო, თუ სახლში ხშირად რჩებით მარტო და მზარეულობა არ გეხერხებათ, გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ  ბუტერბროდს. ეს რეცეპტი მძიმე დღეებს ადვილად გადაგატანინებთ.

ინგრედიენტები: პური ძეხვი მაიონეზი კეტჩუპი ხახვი მდოგვი პამიდორი ყველი
ბუტერბროდის მოსამზადებლად, ძირითადად, დაგჭირდებათ ერთი პური,  სამი სახის ნებისმიერი, სასურველი ძეხვი, ცოტა მაოინეზი, კეტჩუპი, მდოგვი და ყველი. 

პურს თავი მოაჭერით და გული ამოუღეთ.  ფენა-ფენა მოათავსეთ ინგრედიენტები: ჯერ ძეხვი,   სულ ცოტა მაიონეზი, პამიდორი, მაიონეზი და დაჭრილი ხახვი, პურის გული და მდოგვი, კვლავ ძეხვი და კეტჩუპი, შემდეგ ჩინური კომბოსტოს ან სალათის ფენა, კვლავ პამიდორი, ყველი და ძეხვი. მარილი, პილპილი ან წიწაკა გემოვნების და საჭიროების მიხედვით დაამატეთ. თავზე პურს თავისივე გადანაჭერი დააფარეთ და ფოლგაში შეფუთეთ. 

კერძი უკვე მზადაა. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე საათი მაცივარში, რომ ინგრედიენტების გემო კარგად გაუჯდეს და ერთიანი ფორმა მიიღოს, რათა დასაჭრელად ადვილი გახდეს.  
ამ დროის გასვლის შემდეგ დაჭერით მზა ბუტერბროდი და მიირთვით
0

ავტორი: