10:41:52     14-03-2011
სუპ პიურე ფრანგულად
მასალა: ქათამი – 400 გრამი, ოხრახუში – 40 გრამი, სტაფილო – 50 გრამი, ხახვი – 1 თავი, ხორბლის ფქვილი – 2 ჩაის კოვზი, კარაქი – 200 გრამი, პომიდორი – 1 ცალი, ისპანახი – 40 გრამი, სატაცური – 40 გრამი, მარილი – გემოვნებით.
ქათმის ხორცი დავფაროთ წყლით, ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის პროცესში დავუმატოთ მარილი და დაჭრილი ხახვი. ხორცს მოვაშოროთ ძვლები და გავატაროთ ხორცსაკეპში. თეთრი სოუსის მოსამზადებლად, ფქვილი და კარაქი ავურიოთ, დავუმატოთ ქათმის ბულიონი და ვადუღოთ 10 წუთი. პიურე და ბულიონი გავაერთიანოთ. დაჭრილი ისპანახი მარილიან წყალში მოვხარშოთ მზადყოფნამდე. მომზადებულ სუპში ჩავამატოთ დაჭრილი სატაცური, კანგაცლილი პომიდვრის ნაჭრები, სტაფილო, მოხარშული, დაკეპილი ისპანახი და ავადუღოთ.
0