10:40:53     14-03-2011
სოკოს რაგუ ლორით
მასალა: სოკო – 1 კგ, ლორი – 250 გრამი, ხახვი – 2 თავი, ნაღები – 8 სუფრის კოვზი, კარაქი – 300 გრამი, კვერცხი – 8 ცალი, მწვანილი, დაფხვნილი ყველი, შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
სოკო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ლორი – ზოლებად, ხახვი – პატარა კუბიკებად, შევწვათ კარაქში, დავამატოთ ნაღები, მარილი, პილპილი და ვადუღოთ 15 წუთი. რაგუ მოვათავსოთ სუფლეს ფორმაში, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავახალოთ კვერცხი. შემდეგ მოვაყაროთ ცოტა დაფხვნილი ყველი და ღუმელში გამოვაცხოთ, 10 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანისას გავაფორმოთ მწვანილით.
0