მოტყუებული კლიენტი „Kopenbur“-ს სასამართლოში უჩივის მოტყუებული კლიენტი „Kopenbur“-ს სასამართლოში უჩივის />


  17:10:37     01-04-2015

მოტყუებული კლიენტი „Kopenbur“-ს სასამართლოში უჩივის

a35608.png

ავტოსაგზაო უსიამოვნებებისგან დაზღვეული არავინაა. ამიტომ თანამედროვე ქართველებმა ავტომობილების დაზღვევას მიმართეს, რითაც იდეაში თავი აარიდეს დროის, რესურსისა და ზედმეტი თანხების ხარჯვას.

ქართულ ბაზარზარზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოჩნდნენ ახალი სადზღვეო კომპანიები, რომლებიც  სხვადასხვა სერვისით ცდილობენ მომხმარებლის მოზიდვას.

მათ შორისაა სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა  თუმცა მისი საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვი გაცილებით მეტია,  ვიდრე ერთი ადამიანი.

კომპანიის საქმიანობაზე ეს წერილი მეტს ამბობს, ვიდრე კომპანიის ვებ გვერდი:

„ღამით, ვიღაც ჩაძინებულმა მძღოლმა მისი მანქანიანად ჩემს 2 თვის ტოიოტაზე გაიღვიძა. შეეჯახა პირდაპირ ცხვირით. კიდევ კარგი მანქანაში არავინ იჯდა.

შედეგად, მანქანა აღმოჩნდა Toyota Tegeta-ს ცენტრში, ხოლო მე - Kopenbur-ში... ყველაფერი მარტივია - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს! რაც ჩემს შემთხვევაში ნიშნავს ახალი ნაწილების დაფინანსებას ან ახალი ავტომობილის გაცემას (მანქანას მხოლოდ 5,000კმ ჰქონდა გავლილი).

რობოტზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაღუნულია მანქანის ჩარჩო (რამა). ვინც იცით ეს რას ნიშნავს მიხვდებით, რომ ამ პრობლემის ადგილობრივი ძალებით, კუსტარულად, რობოტებით და ა.შ. გამოსწორება მანქანას ტოვებს სამუდამო ინვალიდად და ფაქტიურად აუფასურებს მას! ფარი, ბამპერი, ცხაური - ამათ ანაზღაურებაში კომპანია პრობლემას ვერ ხედავდა და მინაცვლებდა ორიგინალი ახალი ნაწილებით. პრობლემა რატომღაც მხოლოდ ყველაზე ძვირი ნაწილის - ჩარჩოს ანაზღაურებისას შემიქმნეს... მაშინ როცა სრული ანაზღაურების ყველა უფლება მაქვს!

იმის მაგივრად, რომ კოპენბურმა გაითვალისწინოს, რომ დაზღვეულია არა ძველი ჟიგული, არამედ სრულიად ახალი მანქანა, რომელიც გამოყვანილია მათივე "მეგობარი" თეგეტას ცენტრიდან, ერთ კვირას მატარებინებენ იმის მოსმენაში, რომ საქართველოში რობოტი უკეთ მუშაობს, ვიდრე იაპონიის კონვეერზე... საბოლოოდ მოახერხეს ის, რომ მათთან საუბრის სხვა გზებს მივმართავ.

მოთხოვნა მარტივია  - ყველა ორიგინალი ნაწილი უპირობოდ უნდა დაფინანსდეს და შენარჩუნებული იქნეს საერთაშორისო გარანტია!

ესეთი შემთხვევები მაქსიმალურად უნდა გახმაურდეს  რომ მეტი არავინ მოტყუვდეს ასეთი "დაზღვევით“,- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, სოციალურ ქსელში.

პრესა.ჯი“ შეეცადა „კოპენბურის ხელმძღვანელობისგან გაეგო უფრო მეტი ამ საკითხთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სადაზღვეო კომპანია მედიასთან ურთიერთობისას თავდასხმის მეთოდს იყენებს. სხვადასხვა კითხვაზე კი მხოლოდ უარყოფითი პასუხი აქვს.

ჩვენ „კოპენბურის“ მარკეტინგის მენეჯერ ვინმე ანა უჯმაჯურიძეს ვესაუბრეთ. საინტერესო ის არის, რომ ქალბატონმა ანამ კონკრეტული კითხვის დასრულებამდე ცრუ ინფორმაციის ქონაში დაგვადანაშაულა. 

პრესა.ჯი“:

 „კოპენბურს“ მოქალაქეები მოტყუებასა და ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ...

კომპანიის წარმომადგენელი:

სამწუხაროდ თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, კონტრაქტში მიღწეული შეთანხმებები არ არის დარღვეული, აქიდან გამომდინარე არანაირ დარღვევასთან საქმე არ გვაქვს...

პრესა.ჯი“:

- ქალბატონო ანა მე ჯერ კონკრეტული მაგალითი არ მიხსენებია, რა იცით რომელ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობ?

კომპანიის წარმომადგენელი:

- ყველაფერი ვიცი რათქმაუნდა...

პრესა.ჯი“:

- რა იცით კონკრეტულად, კითხვაზე რომლის დასმის საშუალებას არ მაძლევთ?

კომპანიის წარმომადგენელი:

- კანონით გათვალსიწინებული არანაირი წესი არ არის დარღვეული. ზარალები ყველაფერი რაც ხდება ჩვენთან ვიცით

პრესა.ჯი“:

- საუბარია „ტოიოტას“ ფირმის ავტობომიბლზე, რომელსაც მეორე ავტომობილი დაეჯახა, შედეგად დაზიანდა ე.წ ჩარჩო, რის ანაზღაურებაზე, შეცვალაზე თქვენ უარს აცხადებთ...

კომპანიის წარმომადგენელი:

- კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ.

აღსანიშნავია, რომ „პრესა.ჯი“ დაზარალებულ ლევან კილაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, კომპანია ზარალის ანაზღაურებაზე  კვლავინდებურად უარს აცხადებს.

დაზარალებული აცხადებს, რომ ოფიციალურ ექსპერტიზის პასუხებს  ელოდება, რომლის დასრულების შემდეგ სასამართლოს მიმართავს.

0

ავტორი: