ფლორენციის ტაძარში ქართველი ტურისტი ვანდალიზმისათვის დააკავეს ფლორენციის ტაძარში ქართველი ტურისტი ვანდალიზმისათვის დააკავეს />


  14:16:16     01-04-2015

ფლორენციის ტაძარში ქართველი ტურისტი ვანდალიზმისათვის დააკავეს

a35606.jpg

იტალიური მედიის ცნობით, ქალაქ ფლორენციაში, მსოფლიოში ცნობილ ფლორენციის ტაძარში ტურისტი დააკავეს, რომელიც შეუფერებლად იქცეოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი, ტაძრის მარმარილოს გუმბათზე საკუთარი გვარ-სახელისა და თარიღის დაწერას ცდილობდა. გამვლელმა ქალბატონმა, რომელმაც ეს შენიშნა, ფაქტი პოლიციას შეატყობინა. ვანდალი დააკავეს, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ მალევე გაუშვეს. მას მეტი სასჯელი არ დააკისრეს, რადგან ტაძრის მარმარილო არ დაზიანებულა. მამაკაცი წარწერის გასაკეთებლად თვალის ფანქრის გამოყენებას ცდილობდა. იტალიური მედია წერს, რომ ტურისტი ქართველი იყო.

thelocal.it

0

ავტორი: