10:43:41     01-04-2015
ავარია რუსთავში - გარდაცვლილია 23 წლის ახალგაზრდა
ავარიას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, შემთხვევა რუსთავში, კოსტავასა და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მოტოციკლისტი კოსტავას გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მსუბუქ ავტომობილს იმ დროს დაეჯახა, როდესაც მძღოლი "შკოდას" მარკის მანქანით ბარათაშვილის ქუჩაზე გადასვლას ცდილობდა.
მოტოციკლის საჭესთან მჯდომი 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა, 21 წლის ახალგაზრდა სავადმყოფოში მცირე დაჟეჟილობებით გადაიყვანეს.
0