კახეთში მამამ მეექვსე კლასელი შვილი დაჭრა კახეთში მამამ მეექვსე კლასელი შვილი დაჭრა />


  12:19:02     31-03-2015

კახეთში მამამ მეექვსე კლასელი შვილი დაჭრა

a35577.jpg

  კიდევ ერთი უბედური შემთხვევა კახეთში, რომლის დროსაც, მამამ კინაღამ მე-6 კლასელი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამა -შვილი სტუმრად მეზობელთან იმყოფებოდა, როდესაც მამას პნევმატური იარაღი გაუვარდა, რა დროსაც მოზარდი მუცლის არეში დაიჭრა. მიუხედავად სიმძიმისა, ამჟამად ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე სოფელში საუბარი არ სურთ, თუმცა ამბობენ, რომ შემთხვევით მოხდა. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: ტელეკომპანია გურჯაანი

0

ავტორი: