13:56:47     30-03-2015
ექსკლუზივი: „სადარბაზოში შეიყვანა და ბავშვს მოფერება დაუწყო“- წერეთელზე პედოფილი გამოჩნდა
ბოლო პერიოდში მედიის საშუალებით საზოგადოებას არაერთხელ მიუღია ინფორმაცია არასრულწლოვანზე მომხდარი სექსუალური ძალადობის შემზარავი ფაქტების შესახებ.
ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენი ბავშვის ფსიქიკა, ჯანმრთელობა ემსხვერპლა პედოფილებს, არ არსებობს, თუმცა საშინელი ისტორიები, რომლებიც ბოლო პერიოდში მომრავლდა, საგანგაშო და ყურადსაღებია.
უფრო საგანგაშო და დამაფიქრებელი კი ის არის, რომ შემზარავ ფაქტებზე ხშირად ოჯახი სდუმს. მათ ურჩევნიათ არ გაახმაურონ მომხდარი, ან თავად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები/მოზარდები ინახავენ ძალადობას საიდუმლოდ.
„პრესა.ჯი“ მოგიყვებათ გასულ კვირას მომხდარი ფაქტის შესახებ. საბედნიეროდ 116- ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ქეთი (სახელი შეცვლილია- ავტ.) პედოფილის მიერ დაგეგმილ ძალადობას გადაურჩა.
ყველაფერი ასე დაიწყო, მაღაზიაში ჩასულ გოგონას 40 წლამდე მამაკაცი წამოეწია და დახმარება სთხოვა.
„როგორც ბავშვი ამბობს, შავებში გამოწყობილმა, სათვალებიანმა მამაკაცმა, რომელსაც ხელთ გაზეთები ეჭირა დახმარება სთხოვა, უთხრა კარებს ვერ ვაღებო, მეორე გასაღები ისეთ ადგილას მაქვს, საიდანაც შენი დახმარების გარეშე მას ვერ გამოვიტან. აგაძვრენ მანდ, შენ კი გასაღებს ჩამომიტანო. მამის ტოლა კაცს ბავშვმა დაუჯერა. იმ საძაგელმა კი წერეთლის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში შეიყვანა და გოგონას კოცნა-მოფერება დაუწყო. საბედნიეროდ კორუსთან „ჯართის შემგროვებელი მანქანა“ გაჩერდა. სირენის ხმაზე მოძალადე შეცბა ბავშვმა კი გაქცევით უშველა თავს“,- გვიყვება 116-ე სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
როგორც „პრესა.ჯი“-მ გაარკვია, გოგონას მშობელი იმავე დღეს დაიკითხა, შედგა ფოტორობოტიც . როგორც 116-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები ჰყვებიან, ასეთი აღწერილობის მამაკაცი ხშირად უნახავთ სკოლის სიახლოვეს. ამასთან როგორც ირკვევა იმავე დღეს პედოფილმა დიდუბის ხიდთან სხვა გოგონას შეტყუებასცადა ხიდების ქვეშ. უცნაურად მოსაუბრე მამაკაცს გოგონა არ გაჰყვა. ხმამაღალ საუბარზე კი მამაკაცი სირბილით გაიქცა „დიდუბის“ მეტროს მიმართულებით.
116-ე სკოლის დირექტორი, დიმიტრი მეჭურჭლიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სკოლას მანდატურის სამსახური იცავს, ამიტომ მსგავსი ბოროტების ჩადენა სკოლის ტერიტორიაზე ან ახლო პერიმეტრზე შეუძლებელია.
„პრესა.ჯი“: რა იცით ხუთშაბათს მომხდარი ფაქტის შესახებ, როგორც ვიცით გოგონა, რომლიც სექსუალურ ძალადობას გადაურჩა, თქვენი სკოლის მოსწავლეა...
სკოლის დირექტორი: მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციაას შევატყობინეთ, მას შემდეგ რაც მოსწავლის მშობლებმა გვიამბეს ხუთშაბათს მომხდარი ფაქტის შესახებ. გოგონა ჩვენს სკოლაში სწავლობს, ის მეხუთე კლასელია.
- რა გითხრეს პოლიციაში?
- პოლიციამ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც ვიცი მანიაკის ძებნა დაიწყეს.
- რა იცით „მანიაკის“ შესახებ?
- მე გადაჭრით არაფერის დადასტურება არ შემიძლია. ვიცი, რომ ცდილობს გოგონები შეიყვანოს მიფარებულ ადგილას, ეფერება და ხელებს უფათურებს. სხვადასხვა დღეს ორ მოსწავლესთან შეეცადა იგივეს გაკეთებას. რაც პოლიციას მივმართეთ, არავის უნახავს ეს პიროვნება. ჩვენი მხრიდან სხვა მშობლები გავაფრთხილეთ, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მაქსიმალურად გააკონტროლონ მათი გადაადგილების მარშრუტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაც შეეხება, „პრესა.ჯი“-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პოლიციას წერეთელზე მომხდარი ფაქტის შესახებ ეცნობა, თუმცა მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.
„პოლიციას ეცნობა შემთხვევის შესახებ. პოლიციის მიერ გამოიკითხა მოზარდის
მშობელი კერძოდ დედა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ბავშვი
დაიკითხოს პოლიციის მიერ. თვითონ დააფიქსირა, რომ მამაკაცის მხრიდან
ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქიდან გამომდინარე, პროკურორთან კონსულტაციის
შემდეგ გადაწყდა რომ ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულიყო“,-აღნიშნავენ
შს სამსახურში.