გებჟალია -მეგრელების საამაყო კერძი გებჟალია -მეგრელების საამაყო კერძი />


  23:54:12     29-03-2015

გებჟალია -მეგრელების საამაყო კერძი

a35531.jpg

ინგრედიენტები:
ჭყინტი ყველი 1 თავი;
პიტნა 1 კონა მწვანე, მწარე წიწაკა;
მარილი;
მაწონი 1 ქილა;

მომზადება:

ფართო  ქვაბით ცეცხლზე შემოდგით წყალი და  ისე გააცხელეთ, რომ ხელი არ დაგწვათ. სანამ წყალი გაცხელდება, ყველი დათალეთ 1 სმ სისქის  ნაჭრებად. ყველის ნაწილი ჩადეთ ქვაბში ისე რომ ძირი დაუფაროთ და დააცადეთ 5 წუთი. შემდეგ  ხის კოვზით მოსინჯეთ, ყველი უნდა დარბილდეს და გაიწელოს.

სწრაფად გადმოიტანეთ სინზე  და მართკუთხედის ფორმაზე გააბრტყელეთ 1-1,5 სმ სისქეზე. ზემოდან გადაუსვით წინასწარ მომზადებული შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ.ცოტა გააგრილეთ და სასურველ ზომაზე დაჭერით.  მზა ნაჭრები ჩააწყვეთ მინის ღრმა ჯამში, ხოლო სინში მოგროვილი წვენი ცალკე ჭურჭელში გადაინახეთ. 

იგივე წესით მოამზადეთ დარჩენილი ჭყინტი ყველი. 

მაწონი გათქვიფეთ და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცალკე მოგროვილი წვენი (ცოტა თხელი გააკეთეთ, რადგან ყველი სითხეს შეიწოვს). შეგიძლიათ შიგთავსის 1-2 კოვზიც დაამატოთ. ეს მასა მოასხით ყველს და შედგით მაცივარში 1 საათით.


შიგთავსი ასე უნდა მოამზადოთ: პიტნა, მწვანე წიწაკა და მარილი დანაყეთ ან დააბლენდერეთ. 0

ავტორი: