მხლოვანები მწვანილით და ნიგვზით - განსხვავებული გემო მხლოვანები მწვანილით და ნიგვზით - განსხვავებული გემო />


  23:51:10     29-03-2015

მხლოვანები მწვანილით და ნიგვზით - განსხვავებული გემო

a35529.jpg

ინგრედიენტები: მზა საფუვრიანი ცომი 400-500 გ ყველი 300 გ სასურველი მწვანილი 150 გ კვერცხი 1 დაჭრილი ნიგოზი 2 ს.კ
მოამზადეთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი ან თავად შეიძინეთ დაახლოებით 400-500 გ

ყველი გახეხეთ ან დაფხვენით.
გაამზადეთ სასურველი მწვანილი: ჭარხლის ფოთლები, ისპანახი, კამა ან რაც მოგწონთ...
კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით. შეურიეთ ყველს, დაამატეთ კვერცხი და ნიგოზი. კარგად აურიეთ.
ცომი გაყავით 4-6 ნაწილად. გააბრტყელეთ და ჩაუდეთ გულსართი. გამოაცხეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ წაუსვით კარაქი.

0

ავტორი: