"საქმე გვაქვს "კილერების" მიერ შესრულებულ შეკვეთილ მკვლელობასთან“,- რა სიახლეებია კიწმარიშვილის საქმეში? "საქმე გვაქვს "კილერების" მიერ შესრულებულ შეკვეთილ მკვლელობასთან“,- რა სიახლეებია კიწმარიშვილის საქმეში? /> "/> " />


  13:13:39     27-03-2015

"საქმე გვაქვს "კილერების" მიერ შესრულებულ შეკვეთილ მკვლელობასთან“,- რა სიახლეებია კიწმარიშვილის საქმეში?

a35511.jpg

თბილისის პროკურორის ინფორმაციით, ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდება. თუმცა ბადაშვილის უწყება ამ ეტაპზე საქმესთან რაიმე ვერსიის გაჟღერებისგან თავს იკავებს.

მედია და გარდაცვლილის ოჯახი პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქმეში ახალი დეტალები გამოვლინდა. ითქვა, რომ კიწმარიშვილის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

მართალია ამ თემაზე პროკურატურას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი „პრესა.ჯი“-სთან საბრისას ამბობს, რომ გამოძიება მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს.

„პრესა.ჯი“ ზურა კიწმარიშვილს ესაუბრა:  

- რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და რა ღონისძიებებს ატარებს უწყება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში? 

- იმის გათვალისწინებით, რომ საქმის გამომძიებლები სემინარებზე იმყოფებიან, მათთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა მალე გაიმართება და მოვისმენთ პროკურატურისგან რა გაკეთდა. ამის შემეგ უკვე ჩამოვყალიბდებით სამოქმედო გეგმაზე. ალბათ გამოძიებაც იმსჯელებს, რა ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. პროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოძიებას მიეცა მითითება, რომ ჩატარდეს იმ მიმართულებით ინტენსიური მოქმედებები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ.

- რატომ გაჭიანურდა გამოძიების პროცესი და  გადაკვალიფიცირდა თუ არა საქმე მკვლელობის მუხლით?

- ჩემი მოსაზრებით, ჩემი ძმა მოკლულია და ეს არაერთხელ მითქვამს, ვეჭვობ, რომ საქმე გვაქვს პროფესიონალი "კილერების" მიერ შესრულებულ შეკვეთილ მკვლელობასთან. წესით, ეფექტიანი გამოძიების შედეგად, კვალის მიგნება რთული არ უნდა იყოს. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ის ისევ თვითმკვლელობაა, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და გამომძიებელთან შეხვედრაზე ამ საკითხსაც დავსვამთ. თუმცა მეეჭვება, ამ მხრივ რამე შეიცვალოს.

- თუ იცით, რაიმე სახის ინფორმაცია იმ ოთხ მოწმეზე, რომლებიც პროკურატურამ დაკითხა?

-გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საინტერესო გარემოებები და საჭიროა კიდევ უფრო მეტის გაგება ამ მიმართულებით. მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. ვერც იმას, გეტყვით რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან. ჩემთვის მათი ჩვენებებიდან ახალი არაფერი გამხდარა ცნობილი.

- ბიძინა ივანიშვილმა ბატონ ეროსის არაობიექტური მედიის შექმნაში დასდო ბრალი..

- ნამდვილად არასასიამოვნო იყო, ჩემთვის ამ განცხადების მოსნენა. ოჯამა ბოდიშის მოხდა მოვითხოვეთ. მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელისა და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა. ივანიშვილს რომ ეთქვა, რომ უკმაყოფილოა გამოძიების გაჭიანურებით, ეს უფრო გამართლებული იქნებოდა. გამოძიებამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ინტენსიურად იმუშაოს.

ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 2014 წლის 15 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. თუმცა, თვითმკვლელობა გარდაცვლილის ოჯახმა თავიდანვე გამორიცხა. ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე აქტიურად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას და მათ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაში ადანაშაულებდა. 0

ავტორი: