ამის შემდეგ მწვანილს მხოლოდ ასე შეინახავთ! - გაყინვის გასაოცარი მეთოდი ამის შემდეგ მწვანილს მხოლოდ ასე შეინახავთ! - გაყინვის გასაოცარი მეთოდი />


  07:06:29     27-03-2015

ამის შემდეგ მწვანილს მხოლოდ ასე შეინახავთ! - გაყინვის გასაოცარი მეთოდი

a35505.jpg

ყველამ იცის, რომ გაყინვა პროდუქტების სასარგებლო თვისებების შენარჩუნებაში გვეხმარება. თუ გინდათ, რომ თქვენს საყვარელ სურნელოვან მცენარეებზე მთელი წელი ხელი მიგიწვდებოდეთ, ისინი ზეითუნის ზეთში გაყინეთ.  ამ მეთოდით შეგიძლიათ გაყინოთ როზმარინი, სალბი, თავშავა, რეჰანი, ბეგქონდარა, სალბი, ბარამბო და სხვ. მათი ორიგინალური ყინულის კუბიკები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკარონის მომზადებისას, კარტოფილის კერძებში, რაგუსა და სუპებში. ამით საგრძნობლად გააუმჯობესებთ კერძის გემოს და რაც ყველაზე მთავარია - ამ სურნელოვანი ბალახების გაყინვა სულაც არაა ძნელი!

როგორ გავყინოთ ბალახები ზეითუნის ზეთში სწორად

1. იყიდეთ სურნელოვანი ბალახები. თუ გაქვთ მათი თავად შეგროვების შესაძლებლობა - ეს ხომ პირდაპირ საუცხოოა! გახსოვდეთ, რომ უმჯობესია ეს გააკეთოთ მაშინ, როცა მცენარეს დილის ცვარი შეაშრებათ. ნუ შეაგროვებთ მათ ნესტიან ამინდში.

2. კარგად გარეცხეთ ბალახები, შემდეგ კი გააშრეთ ქაღალდის ფურცელზე.

3. დაჭერით. მოათავსეთ საყინულე ფორმებში და დაასხით ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამდნარი კარაქის გამოყენებაც). გადააკარით კულინარიული ქაღალდი და შედგით საყინულეში 10 საათით.

4. გადმოიღეთ გაყინული კუბიკები ფორმიდან და მოათავსეთ პლასტიკატის პაკეტში საყინულეში შემდგომ შესანახად.

აბა, დაინტერესდით? - ამის შემდეგ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახის ახალი მწვანილი და სურნელოვანი ბალახი მთელი წელი ხელმისაწვდომი გახდება! 0

ავტორი: