პრემიერი: საზოგადოებამდე ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც მთავრობის საქმიანობას ეხება პრემიერი: საზოგადოებამდე ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც მთავრობის საქმიანობას ეხება />


  11:35:01     26-03-2015

პრემიერი: საზოგადოებამდე ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც მთავრობის საქმიანობას ეხება

a35487.jpg

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში სასტომრო " ჰოლიდეინში "ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრის მიზანი სამინისტროებისა და დარგების მიხედვით განვლილი სამუშაოების შეჯამეებაა.

როგორც ღარიბაშვილმა შესავალ სიტყვაში განაცხადა, სამწუხაროდ, საზოგადოებამდე ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს ეხება, შესაბამისად, მისი სურვილია, საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინოს. 

"ბევრი კითხვაა დაგროვილი საზოგადოებაში, მედიაში, ამიტომ მზად ვარ თქვენს კითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები.
მანამდე მინდა, ვისარგებლო ამ ფორმატით და იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს, მე მსურს ერთგვარი ანგარიში წარვუდგიონო საზოგადოებას იმის თაობაზე, რას საქმიანობს ჩვენი მთავრობა, როგორია ჩვენი ხედვა, რა გვაქვს დაგეგმილი, ასევე შევაჯამო განვლილი სამუშაოები".

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაზე, რომელიც C ჰეპატიტთან ბრძოლას გულისხმობს.
„ჩვენი შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიება აქვს. ჩამოსული არიან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, რათა ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს პროგრამის სამოქმედო გეგმა, რათა საზოგადიოებისთვის მისი გაცნობა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად, როცა ქვეყნის შერჩევა ხდებოდა, მთავარი კრიტერიუმები პირველ რიგში, სტაბილური პოლიტიკური ვითარება და მეორე მთავრობის ნება იყო, რომ ჯანდაცვა პრიორიტეტული ყოფილიყო.

ღარიბაშვილის თქმით, 21 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და კომპანია „გილიარდი“ ხელს მოაწერს ხელშეკრულებას და უახლოეს დღეებში პრეპარატების გაცემის პირველი ეტაპი დაიწყება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა რეალური ხელშესახები შედეგით, რომელსაც ჩვენი მთავრობა კონკრეტული ოჯახების და ადამიანების გადასარჩენად აკეთებს. სწორედ ამიტომ დავიწყე ჩვენი შეხვედრა ამ თემით“, - აღნიშნა პრემიერმა. 

მისივე თქმით, პრეპარატების გაცემა პირველ ეტაპზე, 5 000 ადამიანზე მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილი ლარის დევალვაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ " ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება".

მისი თქმით,  "ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, ადამიანებმა თავი იგრძნონ დაცულად და განვითარებულმა ეკონომიკამ მეტი შემოსავალი მოუტანოს მათ ოჯახებს"

"სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის, ევროს მიმართაც დოლარის გამყარებამ და ასევე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა.  ჩვენ არ ვართ გამონაკლისები.  ეს შეეხო რეგიონის ყველა ქვეყანას. მინდა რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ, ჩვენი მეზობელი  ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენზე 2-ჯერ-3-ჯერ მეტად მდიდარი სახელმწიფო, დეკემბერში აზერბაიჯანმა დახარჯა 1.2 მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი ვალუტის კურსი, იანვარში - მილიარდი დოლარი და შემდეგ უკვე თებერვალში ერთ დღეში 34%-ით მოხდა გაუფასურება, ჩვენთან მოხდა დაახლოებით, 160 მილიონი დოლარის ოდენობის რეზერვის დახარჯვა და გვაქვს პრაქტიკულად, იგივე ვითარება, რაც სხვა ქვეყნებში.

პრემიერის გამოსვლის პარალელურად "ჰოლიდეინთან" "თავისუფალი ზონა" მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის გადადგომას ითხოვს. 

მათ თან აქვთ პლაკატები, "ბიძინა წადი", "გადადექი მთავრობავ", სკანდირებენ "წადი, წადი". 

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ პოლიციის მიმართულებით გადააგდეს ლეიბი, შეძახილით "იხტუნავე შენს ბატუტზე". 

0

ავტორი: