10:11:21     26-03-2015
ასპინძის გამგებლის მოადგილე 21 ათასი დოლარის ქრთამის სახით აღების ფაქტზე დააკავეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ხოზრევანიძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში, წუნდის ტბასთან მდებარე 32 635 კვ.მ მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 50 000 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 21 000 აშშ დოლარი.